KIU-ს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ. ღონისძიების ფარგლებში მემორანდუმის ხელმომწერებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. შეხვედრის ფარგელბში ბათუმის ბოტანიკური ბაღის პრეზენტაცია შედგა.