ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის ფიზიკის რიგით მე-8 ოლიმპიადას მასპინძლობს. EuPhO 2024 15 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადაში მონაწილეობას უპრეცენდენტო რაოდენობის, მსოფლიოს მასტაბით 54 ქვეყნის 265 მოსწავლე, სხვადასხვა გუნდის 120 ლიდერი და აკადემიური კომიტეტის 11 წევრი იღებს მონაწილეობას. ჯამში ოლიმპიადის ფარგლებში საქართველოს 400-ზე მეტი სტუმარი ეწვია.










