LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა” – არჩილ გორდულაძე

დაპოსტა 2026/11/25-ში
0
ნახვა
გაზიარება

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გორდულაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ვერასდროს გაექცევიან ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებზე პასუხისმგებლობას და მათ ამ თემაზე არსებულ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.

გარდა ამისა, როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიტყუა „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და რომ არა სახელმწიფო უწყებების ერთობლივი ქმედებები, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდებოდა.

„ისინი ამბობენ, თითქოს, გაბათილდა აგვისტოს ომთან დაკავშირებული მათ მიმართ დაყენებული საკითხი. ისინი ვერასდროს გაექცევიან N 1633 რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებს, სადაც წერია, რომ ცხელი ფაზა ესკალაციისა ქართველი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნით მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დაიწყო და რუსეთის ფედერაციის მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ იყო საპასუხო, ხოლო მე-11 პუნქტში არის კითხვის ნიშანი დასმული, ქართულმა სამხედროებმა ჩაიდინეს თუ არა ომის დანაშაულები. „ნაცმოძრაობამ” ამ ყველაფერს უწოდა დიპლომატიური წარმატება და კომპრომისები – კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, ეს ერთხელ და სამუდამოდ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა უნდა დაიმახსოვრონ. ამავდროულად, მათ აქვთ კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს ყველაფერი მათ ჩაიდინეს და აღიარეს N 1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით, თუ არ ჩაუდენიათ და საკუთარ ქვეყანას ეს ყველაფერი დააბრალეს.

მათ მოიტყუეს ასევე „ისკანდერთან“ დაკავშირებით, თითქოს ის გადაცემული იყო ექსპერტიზისათვის, მაშინ როდესაც 2008-დან 2012 წლამდე „ისკანდერის“ შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოში და არა ჰააგაში. ისევ და ისევ ელემენტარულად დაწერილის წაკითხვა უნდა შეეძლოს იმ ადამიანს, რომელიც წარმომადგენლად არის საკონსტიტუციო სასამართლოში. რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ქმედებები, იურისტების, ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, ვერც „ისკანდერი“ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოსთვის და საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი პერსპექტივა რანაირად მოგვემართება ჩვენ. ამ კითხვას სვამენ და ესეც გაბათილდაო, მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ბეჟაშვილი ჩვენ გვისვამდა კითხვას, თუ სად არის, სად წერია, რა დოკუმენტით არის განსაზღვრული მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ჩვენ გვიბრუნებდა ამ კითხვას. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ამ კითხვის დასმით, რომ არავითარი მშვიდობიანი პერსპექტივის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და პირიქით, მათი ქმედებები იყო ზუსტად მილიტარისტული და მათი გადადგმული ნაბიჯები გამოიყენა შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციისათვის,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში 2004-12 წლების მსგავსად თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა მაშინ, როცა სასამართლოს შენობაში სხდომა არ მიმდინარეობს.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა წითლიძის შეფასებებზე წამების შედეგად გარდაცვლილი როინ შავაძისა და სერგო თეთრაძის მიმართ და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას წამების მსხვერპლთა მიმართ.

„ნიშანდობლივია განცხადება, რომ მათ თურმე არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ასე „უპრაგონოდ“ შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში, როცა სასამართლო სხდომა არ მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლო „ნაცმოძრაობის“ ბრიფინგების გასამართი ადგილი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა გორდულაძემ.

მან ასევე ისაუბრა ყინწვისის სპეცოპერაციაზე და აღნიშნა, რომ „წითლიძე გუშინ ღიმილით საუბრობდა ადამიანების წამებაზე”.

ამასთან, გორდულაძემ აბსოლუტური ტყუილი უწოდა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა განცხადებას იმის შესახებაც, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

„18 დღის განმავლობაში საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ისინი ვერც ერთ კითხვას ვერ პასუხობენ და ყოველ დღე, ფაქტობრივად ისინი თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოსაუბრე ანა წითლიძე, რომელიც ამბობდა, რომ 4 ოქტომბერს იგი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთადერთი, რასაც ნანობს არის, რომ მათ დაგეგმილი საქმე, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ბოლომდე სისრულეში ვერ მიიყვანეს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კიდევ იმავეს გააკეთებს. ამასვე საუბრობდა იგი სხდომის მიმდინარეობისას. შემდეგ იმის მტკიცება, რამდენად რეალურია მათგან მომავალი საფრთხე, საერთოდ აღარ მოგვემართება ჩვენ, თვითონვე დაადასტურეს, რომ ყველაფერ გააკეთებენ იმისათვის, დაამყარონ ისეთივე რეჟიმი, როგორც 2004-2012 წლებში იყო“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას” სურს, საკუთარი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, თითქოს, ყველაფერი გააკეთეს სასამართლოში, თუმცა, „საზოგადოებამ 18 დღის განმავლობაში ნათლად დაინახა, რომ პარტიები თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ“.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინამორბედებს, საერთო არ აქვს არც რეალობასთან” – ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ამ რეზოლუციას, ისევე როგორც სხვა წინამორბედებს, არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან, არც სამართლიან ფაქტებთან - მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამას არანაირი არც ფასი, არც შედეგი არ აქვს, -...

დაწვრილებითDetails

” ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სურათი ნათელია, ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს - ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ბიძინა ივანიშვილს ეფარება, - ამის...

დაწვრილებითDetails

” დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით ” – სერგეი ლავროვი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. “დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას,...

დაწვრილებითDetails

“სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სისტემური დანაშაულია, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი განახლდა – რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

ნოემბერი 25, 2026
0
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ნოემბრიდან ერთი აშშ დოლარი — 2.5919, ევრო — 2.8368, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.3884 ლარი ეღირება. დღეს კი ერთი აშშ დოლარი —...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

მეგა tv -ის ინფორმაციით ქუთაისში, ავტომშენებლის გზაგამტარ ხიდზე ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა . როგორც წყარო გვიყვება არიან დაშავებულებიც. ადგილზე ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დამატებით დეტალებს...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტის დებატები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ თითი დაგვიქნიონ” – ნინო წილოსანი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტის დებატები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ თითი დაგვიქნიონ და მიგვითითონ, რომ არ არსებობს კანონი და სამართალი, მხოლოდ მათი მითითებებით უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო...

დაწვრილებითDetails

“„სინდისის პატიმრებმა“ უნდა ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით, რომ იყვნენ თავისუფლებაზე” – ლევან ბეჟაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

პაატა ბურჭულაძესთან და სხვებთან მიმართებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი არის ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული ღირებულებებისთვის - ევროპელი პარტნიორები საქართველოს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».