პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს სადებიუტო ალბომი Sadaa დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაცია Impala-მ წლის საუკეთესო ევროპული დამოუკიდებელი ალბომის ნომინაციაზე წარადგინა.
“კაიაკატასთან” ერთად ჯილდოსთვის კიდევ 21 არტისტი იბრძოლებს, მათ შორის: Apparat, Little Simz და Trentemøller. ცერემონია ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში თებერვალში გაიმართება. ნომინანტთა სრული ჩამონათვალი ასეთია:
5K HD – High Performer
Apparat – LP5
Bernays Propaganda – Vtora mladost, treta svetska vojna
Buč Kesidi – Euforija
Erlend Ropstad – Brenn Siste Brevet
Goodbye Darjeeling – Total Confusion
J.R. August – Dangerous Waters
Jesse Markin – Folk
KayaKata – Sadaa
Kiko Veneno – Sombrero Roto
Little Simz – Grey Area
Miramar – Miramar
PNL – Deux Frères
Sarah Klang – Creamy Blue
Seine – 22
Snelle – Vierentwintig
The Valerie Solanas – The Return Of Jesus Christ
The Young Gods – Data Mirage Tangram
Trentemøller – Obverse
Tribes of the City – Rust and Gold
Ultimo – Colpa Delle Favole
Vladimír Mišík – Jednou Tě Potkám
Impala-ს პირველი დაჯილდოება 2001 წელს გაიმართა. ასოციაციის მიზანი დამოუკიდებელი ევროპული ლეიბლებისა და მათი წევრი მუსიკოსების აღმოჩენა და წახალისება, ასევე, კულტურული მრავალფეროვნების პრომოუშენი გახლავთ. სხვადასხვა დროს ეს ჯილდო ისეთმა ცნობილმა არტისტებმა მიიღეს, როგორებიც არიან: The xx, Adele, Caribou და სხვები.
KayaKata-მ სადებიუტო ალბომი Sadaa 2019 წლის აგვისტოში გამოსცა. მისმა ერთ-ერთმა კომპოზიციამ Polo Palace იუთუბზე 5,5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
popmusic.ge