LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას – ISFED

ISFED – „ქართულმა ოცნებამ“ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწო და გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს

დაპოსტა 2024/06/25-ში
A A
7
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწო და გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებისას ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებით დაიწყო.

„მართალია, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, თუმცა მმართველმა პარტიამ მის ხელთ არსებული, მათ შორის სახელმწიფო რესურსების მობილიზება და არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო. ტრადიციულად, აღნიშნული კამპანია მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებით ხასიათდება. გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

29 აპრილის აქციის, რომელიც სამთავრობო პოლიტიკისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გაიმართა, მოსამზადებელ სამუშაოებში „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს.

2024 წლის თებერვალში მთავრობა გამოვიდა ძალოვნების პენსიის მომატების ინიციატივით. სახელმწიფომ ამჯერადაც მიმართა წინასაარჩევნოდ ჯარიმების ჩამოწერის პრაქტიკას. 2024 წლის აპრილში ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე განაცხადა. 2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა პენსიონერისათვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ. 2024 წლის თებერვალში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სტუდენტებისათვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დააანონსა. წინასაარჩევნოდ ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მრავალრიცხოვან განათლების სექტორში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას დამატებითი როლი ექნება წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათის განსაზღვრაში.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებისას შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა: ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად, ქვეყანაში მომძლავრდა ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები. ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად მმართველმა პარტიამ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსისა და ევროინტეგრაციის უალტერნატივობა, რითაც საზოგადოებაში არსებული პროევროპული კონსენსუსის გადასინჯვა სცადა; ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტის, მრავალრიცხოვანი აქციების, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის, ევროკავშირის, ევროპული სახელმწიფოების, აშშ-ის, გაეროს, ნატო-ს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს, ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უმკაცრესი კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმეორედ ინიციირებული კანონპროექტი სამივე მოსმენით მიიღო და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოც დაძლია. აღსანიშნავია, რომ კანონი განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგს გეგმავენ. ორგანიზაციათა ნაწილი შესაძლოა მუშაობის იძულებით შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგეს; საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყნის ისტორიაში პირველად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ დასანქცირდნენ, რასაც, სავარაუდოდ, დამატებითი როლი ექნება წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათის განსაზღვრაში; ხელისუფლების მიერ გადადგმულ ადამიანის უფლებათა შემლახავ და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელ ნაბიჯებს შორისაა ლგბტქი თემის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციირებაც; წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა, თუმცა კვლავ არასაკმარისად არის ასახული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა (ეუთო/ოდირი) და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციები. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მედიაგარემო მკვეთრად გაუარესებულია. მკვეთრად პოლარიზებულია სოციალური მედიაც“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე იღბლიანი თარიღები 2026 წლის ივლისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

2026 წლის ივლისის ყველაზე ცუდი თარიღები უკვე დავასახელეთ. ამჯერად ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ თარიღებს, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა წამოწყებისთვის. საერთო ჯამში, თვის ენერგია დადებითი იქნება; ივლისი დიდი ცვლილებების დროა....

დაწვრილებითDetails

სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს – ნინო ჩხობაძე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა – ნინო ჩხობაძე
მთავარი

„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“...

დაწვრილებითDetails

შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი – ჯანდაცვის ახალ გამოწვევა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
მთავარი

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის გამოცემაში გამოქვეყნებული University of Oxford-ისა და Mayo Clinic-ის ერთობლივი მიმოხილვის მიხედვით, ენცეფალიტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის მზარდ გამოწვევად იქცა. მკვლევრები დაავადების გავრცელების ზრდას ორ მთავარ მიზეზს უკავშირებენ: პირველი კლიმატის ცვლილებაა, რომელმაც...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კულტურის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია. საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო....

დაწვრილებითDetails

ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებში აუზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა აუცილებელია, რათა დასვენებამ ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს. რა უნდა გაითვალისწინოთ აუზზე სტუმრობისას? ✔️...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"