Instagram-ს ბნელი რეჟიმი დაემატა. ინფორმაციას ბრიტანული Standard-ი ავრცელებს.
ახალი რეჟიმის ჩართვა Android 10-ისა და iOS 13-ის ოპერაციულ სისტემებზეა შესაძლებელი. ბნელ რეჟიმის საშუალებით ბატარეის მუშაობა ხანგრძლივდება და თვალების დაძაბულობა მცირდება. ფუნქციის გასააქტიურებლად მომხმარებლებს Instagram-ის ბოლო ვერსია უნდა ჰქონდეთ გადმოწერილი.
iOS 13-ის მომხმარებლებისთვის ბნელი რეჟიმის ჩართვის ინსტრუქცია ასეთია: Settings > Display and Brightness > Dark. Android-ისთვის: Settings > Display and Advanced > Dark