ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე ნომინანტები დაასახელა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
ჯილდოსთვის იბრძოლებენ იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა „პსჟ“-დან, გერმანელი მანუელ ნოიერი „ბავარიიდან“ და ფრანგი ედუარ მენდი „ჩელსიდან“.
გამარჯვებული 17 იანვარს, სპეციალურ ცერემონიაზე გამოვლინდება.