კორონავირუსის გავრცელების ფონზე სამედიცინო ნიღბებზე მომატებული მოთხოვნის გამო კომპანია Facebook-მა სოციალურ ქსელში მათი რეკლამა აკრძალა. ამის შესახებ კომპანიის პროდუქციის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელი, რობ ლეთერნი წერს.
„სამედიცინო ნიღბების რეკლამა ავკრძალეთ. ყურადღებით ვაკვირდებით ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში კიდევ შევცვლით სოციალური ქსელის წესებს, თუ დავინახავთ, რომ ადამიანები შექმნილი სიტუაციით ბოროტად სარგებლობას ცდილობენ“, – განაცხადა ლეთერნმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 102 ათასს გადააჭარბა.