ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. "დღეს,ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი. ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო გაწევრიანებისთვის შევსებული კითხვარის წარდგენა ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშნველოვანი საეტაპო მოვლენაა", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
დაწვრილებითDetailsსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები. პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გაფართოებული შეხვედირს შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
დაწვრილებითDetailsპოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ,...
დაწვრილებითDetailsთვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გასაღრმავებლად ხელშესახები მექანიზმების განხილვის...
დაწვრილებითDetailsსაავტორო უფლებები, რომლებსაც Disney-ი კომპანიის ადრეულ პერსონაჟებზე ფლობს – საფრთხის წინაშეა, რადგან შტატ მისურის რესპუბლიკელ სენატორს, ჯოშ ჰაულის საავტორო უფლებების...
დაწვრილებითDetailsგასულ თვეს 67 წლის ბრიუს უილისს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ მსახიობი პაპარაცების ობიექტივში პირველად მოხვდა. „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავი იტალიურ...
დაწვრილებითDetailsყველაზე დიდი თეთრი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაუტანიათ, ჟენევაში 21,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, 228,31-კარატიანი...
დაწვრილებითDetailsმსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომელიც მთლიანად მინისაა, ტურისტებისთვის პოპულარულ აზიურ ქვეყანაში – ვიეტნამში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას The National News ავრცელებს....
დაწვრილებითDetailsუკრაინა, ევროვიზია 2022-ის გამარჯვებულია - ჯგუფმა Kalush Orchestra-მ სიმღერით Stefania- 40 ქვეყნის ეროვნული ჟიურისა და მაყურებლის ხმებით 631 ქულა მიიღო. საქართველოს მაყურებელმა...
დაწვრილებითDetailsმარკ ენტონი იმ მამაკაცების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ლამაზ ქალბატონებში უმართლებს. მისი ყოფილი ცოლი ულამაზესი ჯეი ლო გახლდათ, ახლა კი ის...
დაწვრილებითDetails