უკრაინა, ევროვიზია 2022-ის გამარჯვებულია – ჯგუფმა Kalush Orchestra-მ სიმღერით Stefania- 40 ქვეყნის ეროვნული ჟიურისა და მაყურებლის ხმებით 631 ქულა მიიღო.
საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ მეგობარ ქვეყანას მხოლოდ 6 ქულა დაუწერა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა უკრაინას დაუწერა.
ცნობისთვის, ეს უკრაინისთვის ევროვიზიის კონკურსზე მესამე გამარჯვებაა. ევროვიზიის ფინალში სიმღერის შესრულების შემდეგ, უკრაინელმა კონკურსანტებმა მსოფლიოს სცენიდან მიმართეს და „აზოვსტალის“ დახმარება სთხოვეს.










