პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ, დამოუკიდებელ ექიმთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მას ამის საშუალებას არ აძლევს.
“ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ კანონმდებლობა ასეთი ფორმის ვიზიტებს არ ითვალისწინებს, თუმცა ამ მომენტამდე არ მიმიღია ინფორმაცია ზუსტად, რომელი კონკრეტული რეგულაცია კრძალავს ასეთი ფორმატის ვიზიტს” – წერს გოშევსკა.
“აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა შეფასებებიდან ირკვევა, რომ ის ებრძვის მრავალ სერიოზულ დაავადებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მკურნალობაში ხელს უშლის, რაც ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევაზე მიუთითებს:
“საქართველოს ხელისუფლება უტიფრად ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, მეტიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობას გადის, მისი საპატიმრო კი სანატორიუმს ჰგავს”,- წერს გოშევსკა.









