ახალი ამბები

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის შეთანხმება შედგა

"ზესტაფონის ფერიშენადნობ ქარხნის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის შეთანხმება შედგა: მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები: – 2019...

დაწვრილებითDetails

ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი

დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, ამას შემდეგ მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა ოკუპაციის ფესვები საქართველოში.  “დღეს 11 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ეს არის უზარმაზარი ტკივილი და მოუშუშებელი იარა თითოეული ჩვენგანისთვის და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ერთსულოვნება, თანმიმდევრული პოლიტიკა, იმ სამშვიდობო ინიციატივებისრეალიზაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ყველაზე მთავარ მიზნამდე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  პრემიერი ცხინვალიდან დევნილი ვეტერანის, სერგო ქესანაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მთავრობისთვის პრიორიტეტია.  მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო სწორედ ასეთ ხალხზე დგას.  მთავრობის მეთაური დევნილებს ასევე ესაუბრა ახალი ბინების მსენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება.  გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. “ამ დასახლების ბმშენებლობა დაიწყო ორი წლის წინ. დევნილებისთვის ბინების გადაცემა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წელს და მომავალ წელს 2000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა. ამ დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. სადაც ისინი ორი წლის წინ ცხოვრობდნენ, იქ მართლაც გაუსაძლისი პირობები იყო. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას გორის ამ ნაწილში. არსებობს საბავშვო ბაღის პრობლემა, უკვე ჩავსვით ბიუჯეტში დამომავალ წელს აქ აშენდება საბავშვო ბაღი. ასევე არის   პრობლემა, რომელიც უკავშირდება დასაქმებას. ჩვენ გვაქვს პირობა მიცემული ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაწვრილებითDetails

„ჩემი შვილი რუსების ტყვიამ მოკლა”-ციალა ჯაილოვა

ციალა ჯალოვას შვილი 37 წლის იყო, როცა რუსულმა ტყვიამ იმსხვერპლა. დიმიტრი ჯაილოვა აგვისტოს ომს შეეწირა, მაშინ სენაკის ქვეით ბრიგადაში მსახურობდა....

დაწვრილებითDetails

ისინი სიმღერით დგანან საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე-ანსამბლი ,,ჩვენებურები”

''ჩაკრულო"  "ჩვენებურების" შესრულებით სულს შეგიკრავს და ბრძოლისკენ გიხმობს. ანსამბლის წევრები მოძმე ესტონეთის სცენაზე ისე  გულანთებულები დგანან და მღერიან,  როგორც მეომრები...

დაწვრილებითDetails

,,მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!”-ლევან ბერძენიშვილი

  ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს , რომელსაც სტატუს უმძღვარებს და მმართველ პარტიას მიმართავს:-,,მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!" როგორც...

დაწვრილებითDetails

“ესენი გმირები არიან დიდება გმირებს”-ქუთაისში აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს

აგვისტოს ომში დაღუპულებს დღეს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს.  ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრიარქოს ჩოხოსნები და კადეტები. გარდაცვილთა...

დაწვრილებითDetails

“2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მეუფე კალისტრატემ გაამხნევა და ანუგეშა სამწყსო”

"2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღასრულა სავედრებელი პარაკლისი, გაამხნევა და ანუგეშა სამწყსო. მეუფემ...

დაწვრილებითDetails

მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას – პრემიერ მინისტრი

11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და ათეულობით ათასი დევნილი მოქალაქე. ამ ომმა შეიწირა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და დაგვიტოვამოუშუშებელი ტკივილი. ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი. სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი; ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებით და მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას. პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირების უკვდავ სახელებს. დიდება გმირებს!

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მილიონი დოლარით შემცირდა

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონების 2,1% ერთ დღეში დაკარგეს. ამის მიზეზი კი ამერიკული საფონდო ბირჟების წლის განმავლობაში ყველაზე დიდი...

დაწვრილებითDetails

ლანჩხუთში ავტოავარია მოხდა

ლანჩხუთში ავტოავარია მოხდა. დღეს საღამოს "ჰონდას" მარკის ავტომობილის ძღოლმა  საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა....

დაწვრილებითDetails
Page 4727 of 4749 1 4,726 4,727 4,728 4,749

კატეგორიები