ახალი ამბები

პაკისტანში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით პაკისტანის რადიო იუწყება. საავადმყოფოში რჩება ასამდე დაშავებული....

დაწვრილებითDetails

ბათუმში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც შუა ხნის ქვეითად მოსიარულე ქალი დაშავდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს....

დაწვრილებითDetails

კაცი ნაჯახით გამოეკიდა-დაპირისპირება პარკირების გამო ქუთაისში

ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომელს ადგილზე მცხოვრები კაცი ნაჯახით გამოეკიდა. ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც...

დაწვრილებითDetails

კარლ ნეჰამერი- ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს

არლ ნეჰამერი- ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს,  არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, ირაკლი ღარიბაშვილს შევთავაზე ჩვენი მხარდაჭერა ყველა მიმართულებით  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს,  არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, მან ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერა შესთავაზა ყველა მიმართულებით. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც ბატონმა პრემიერმა გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მითუმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგანაც ლაპარაკია არა მხოლოდ გეო სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. ჩვენ დღეს პრესკონფერენციამდე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ თემაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჩვენთვის...

დაწვრილებითDetails

შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ-ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი. ზაფხულში მე ვიმყოფებოდი ვენაში ოფიციალური  ვიზიტით, როცა მიმასპინძლა ბატონმა ნეჰამერმა. ჩვენ გვქონდა ძლიან ნაყოფიერი დისკუსია, საუბარი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ზოგადად გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ძალიან რთულია მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ჩვენს ქვეყნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული სიტუაცია. „ჩვენ ახლაც გვქონდა დეტალური გახილვა არსებული სიტუაციის. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შედმეგ, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20 % არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი რა თქმა უნდა იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგი არის ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოსი და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.

დაწვრილებითDetails

რა პროგრამა მოქმედებს ქუთაისის მერიაში და ვინაა პასუხისმგებელი ლიფტების გამართულ მუშაობაზე

ქუთაისის მერიის პასუხი მეგა ტვ-ის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ არის 956 ლიფტი, დღეის მონაცემებით...

დაწვრილებითDetails

ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიმიყვანა-რას ყვება ქალბატონი ყოფილ მეუღლესა და მის ოჯახზე

ქობულეთელი ქალი, რომელიც ხულოში მცხოვრებ ყოფილ მეუღლეს და მის მშობლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, მომხდარის დეტალების შესახებ ჰყვება -...

დაწვრილებითDetails

2023 წელს იმერეთში ვენახების აღწერის პროცესი დაიწყება

2023 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში განხორციელდება, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამა უკვე დასრულდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექ-კომპანია ლინეატს შორის თანამშრომლობა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექ-კომპანია ლინეატ ჯორჯიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის...

დაწვრილებითDetails

მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით-ლევან ხაბეიშვილი

ამ არჩევნებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია, - ამის შესახებ ენმ-ს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა...

დაწვრილებითDetails
Page 2163 of 4951 1 2,162 2,163 2,164 4,951

კატეგორიები