საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე. საბჭოს წევრებმა სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს ქვეყანაში პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე; აღინიშნა, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობა მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
დაწვრილებითDetails2024 წელს ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 14 მილიონი ლარით გაიზრდება და 115 მილიონ 510 ათასს...
დაწვრილებითDetailsბოლო 1 წელიწადში უძრავი ქონება საქართველოში რუსეთის 14 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ პარლამენტის წევრის თინა...
დაწვრილებითDetailsსაქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. „თქვენო უდიდებულესობავ, თქვენო სამეფო უმაღლესობავ, გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პრეზიდენტებო და პრემიერ-მინისტრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მოგმართოთ საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით. მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო მის უმაღლესობას, შეიხ მოჰამედ ბიზ ზაიდ ალ ნაჰიანს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს გულუხვი სტუმართმოყვარეობისა და დუბაიში ამ მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძლობისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროები მართლაც არის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მოდერნიზაციის, კრეატიულობისა და პროგრესის სამაგალითო ქვეყანა გლობალური მასშტაბით. და ახლა, ის კლიმატის მდგრადობის ძალისხმევასაც თაოსნობს. ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია: 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო-სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად. ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს. საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.
დაწვრილებითDetailsსაქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 28 ნოემბერს, 1 აშშ დოლარი 2.7113 ლარი, 1 ევრო კი 2.9697 ლარი ეღირება. მანამდე კი, მოქმედი...
დაწვრილებითDetailsWage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას...
დაწვრილებითDetailsდღეიდან საქართველოში შაქარზე საიმპორტო გადასახადი ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1...
დაწვრილებითDetailsპარლამენტი 15 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა...
დაწვრილებითDetails2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული...
დაწვრილებითDetailsსაქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა....
დაწვრილებითDetails