აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ქვეყანამ შეძლო ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, უნდა აისახოს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ის, რაც ჩვენ შევძელით ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად. ეს ეხება ბევ სექტორს, რესტორნებს, ტრანსპორტს. განსაკუთრებით, იმერეთში, სადაც ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასტუმროების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სასტუმროებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, რათა მათ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ. „ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ - მოდით, შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ. 75-დან თბილისში 15-მა გაუძლო. ამ ციფრმა არ უნდა შეგაშინოთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ბევრია დიდი სასტუმრო, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვთ. ამიტომ, უნდა შეხვიდეთ განაცხადით და ნახოთ, მოთხოვნა როგორია და მათი დაკმაყოფილება არ არის რთული. ამ ყველაფერში ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები დაგეხმარებიან. როგორც კი მიიღებთ უფლებას, პირველი იქნება შიდა ტურიზმი, მერე უკვე ტურიზმის სააგენტო დაგეხმარებათ. მარტივად წარმოიდგინეთ - ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებენ რაღაც სტანდარტს. ამ სასტუმროების ჩამონათვალი ეცოდინება ყველას. ჩვენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაინტერესებულები ვართ, რომ ამ სასტუმროების სია მივიტანოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორობამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დაწვრილებითDetailsქვეყანაში პირველად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზრდა. მაისის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. ერთი წლის განმავლობაში...
დაწვრილებითDetailsმომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-ინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა...
დაწვრილებითDetailsმაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...
დაწვრილებითDetailsყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...
დაწვრილებითDetailsსახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია. რაც...
დაწვრილებითDetailsმთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე...
დაწვრილებითDetails„გაზპრომმა“ საქართველოსთან ახალი შეთანხმებების დროს, მკაცრად დააფიქსირა ქვეყნის ვალდებულება გაზის შერჩევის შესახებ. ამასთან, ფასი იქნება ისეთივე, როგორც იყო ადრე, წლიური 100...
დაწვრილებითDetailsნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,...
დაწვრილებითDetails2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია...
დაწვრილებითDetails