როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან და საერთაშორისო ვიზიტორებს 1-ლი ივლისიდან ექნებათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, ჩვენთვის ამოსავალი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, პროცესში გათვალისწინებულია კერძო სექტორის ინტერესებიც. „ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები. ეს ნიშნავს იმას, რომ სასტუმროებში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავებულია ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის სააგენტოს მიერ. ეს შეეხება სასტუმროებს, გიდებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც უნდა მოხდეს ტურისტების გადაადგილება. სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაშია შესული და ყველას მივაწვდით დეტალურ გაიდლაინებს, დეტალურ რეკომენდაციას. ეს ინფორმაცია იცვლება იმ სახელმწიფოებთანაც, საიდანაც ტურისტები უნდა შემოვიდნენ, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება მოცემულობა ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში. გვესმის, რომ ეს ყველაფერი კერძო სექტორისთვის შეზღუდვებს და დისკომფორტს უკავშირდება, შესაბამისად, ეს პროცესი წარიმართა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით და მათი რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დაწვრილებითDetails2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის...
დაწვრილებითDetailsროგორც სამედიცინო მოწყობილობების შემთხვევაში, ისე საკვები პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ზოგ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს უფორმდებათ,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების...
დაწვრილებითDetailsჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში ჩაის კრეფა დაიწყო. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან...
დაწვრილებითDetailsანაკლიის პორტი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავდა მიზნად - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ამერიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯონ...
დაწვრილებითDetailsმთავარის სპეციალური გამოშვების კითხვებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე პასუხობს
დაწვრილებითDetailsბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, დღეს, ბიზნესომბუდსმენმა...
დაწვრილებითDetailsბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობას პანდემიის პირობებში მიღებული გამოცდილების დანერგვისკენ მოუწოდებს, იგი ამბობს, რომ თუ კრიზისის დროს შესაძლებელია ქვეყნის Zoom-ით მართვა,...
დაწვრილებითDetailsჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ...
დაწვრილებითDetailsეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში...
დაწვრილებითDetails