LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

4 პროცენტიან შემცირებას ველოდებით მიმდინარე წელს – ბექა ლილუაშვილი

დაპოსტა 2020/06/01-ში
127
ნახვა
გაზიარება

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-ინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს  ნიშნავს, რომ  ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება.

„მოგეხსენებათ, რომ გლობალურად, მსოფლიო ძალიან სწრაფად შევიდა ეკონომიკურ კრიზისში. გლობალურმა ეკონომიკამ დაიწყო შემცირება და საქართველოც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 4 პროცენტიან შემცირებას ველოდებით მიმდინარე წელს, თუმცა ძალიან კარგია ის, რომ ეს კრიზისი, მოსალოდნელია, რომ გლობალურად,  ისევე როგორც საქართველო სწრაფად გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან და მომდევნო წელს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩვენ გვაქვს 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო, ხოლო მომდევნო წლებში 5.5 პროცენტზე მეტია ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, წელს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენმა უამრავმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა დაკარგა შემოსავლის წყარო, სამსახური, თუმცა, არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე,  ძალიანს სწრაფად მოხდება მდგომარეობიდან გამოსვლა“, –  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-ინისტრის მრჩეველის თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ მძიმე პერიოდში, სანამ ეკონომიკური პროცესი სრულად გაიმართება და დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს, ამ ადამიანებს შეუნარჩუნოს მინიმალური შემოსავალი, რათა მათ არ შეექმნათ ყოველდღიურობის,  მიმდინარე ხარჯების გადახდის პრობლემა.

„ჩვენ, ამ მიმართულებით, თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც დააზარალა პანდემიამ, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ვეხმარებით კონკრეტული ნაბიჯებით და გარდა ამისა, ბიზნესს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, რომელიც ასევე მწვავედ დაზარალდა, ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას,  მხარდაჭერას ანტიკრიზისული გეგმების სახით, რომ კრიზისის მიმდინარეობის პროცესში მათ არ გაუშვან ჩვენი მოქალაქეები სამსახურიდან, არ შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ეხმარება ეკონომიკის გახსნაც, რაც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, დაუბრუნდნენ თავიანთ სამსახურს. თუ მათ ჰქონდათ აღებული შვებულება, ან უხდებოდათ ნაწილობრივ მუშაობა, დისტანციურად, ახლა გადავიდნენ მუშაობის  განახლებულ რეჟიმზე, დაიწყონ აქტივობების განხორციელება, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს და მიიღონ დროებით შეჩერებული შემოსავალიც“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ნოემბერი 24, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებლზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 3 611 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ფასის 1.11%-იან კლებას წარმოადგენს. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

ნოემბერი 24, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5922 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5926 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი შეიცვალა

ნოემბერი 20, 2026
1.6k
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 577 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 20 ნოემბრისთვის

ნოემბერი 19, 2026
200
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5927 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

ნოემბერი 18, 2026
315
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5928 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება

ნოემბერი 18, 2026
1.2k
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 768 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

ნოემბერი 17, 2026
243
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5928 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5931 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

ნოემბერი 16, 2026
1.3k
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ იაფდება. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ფასი 3 855 დოლარს შეადგენს. რაც ერთ დღიან ჭრილში 0.31%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ვერცხლს, 1 უნცია 47.3 დოლარი ღირს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 12 ნოემბრისთვის

ნოემბერი 11, 2026
633
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს ” – ლაშა ხუციშვილი

ნოემბერი 11, 2026
29
ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს - ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».