
მუსიკალურმა ჟურნალმა Billboard-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერად კანადელი მომღერლის, The Weeknd-ის სიმღერა Blinding Lights დაასახელა. ჟურნალი საუკეთესო კომპოზიციების რეიტინგს უკვე 63 წელია ადგენს. Blinding Lights-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერის სტატუსი ჩაბი ჩეკერის 1960-იანი წლების ჰიტს The Twist-ს წაართვა.










