LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს

გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს

დაპოსტა 2026/08/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულს მიმართავს და ურჩევს “გაფილტროს ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი – ვარაუდისგან, დამნაშავე კი – უდანაშაულოსგან.“

 

როგორც კუბლაშვილი ამბობს, თვითონაც არაერთი უბედურება გადაუტანია, თუმცა, “გადატანილი უბედურება არ ნიშნავს, რომ სანაცვლოდ ათი სხვა ადამიანი უნდა გააუბედურო.“

 

,,ქალბატონო ნატა, ერთი რამ მინდა გითხრათ არა როგორც ადვოკატმა, არამედ როგორც ადამიანმა და პირველ რიგში ქალმა.

 

არ გეგონოთ, რომ სოლიდარული არ ვარ თქვენი ტკივილის მიმართ. როდესაც ჰყვებით, როგორ დაკარგეთ სახლი – მე ეს ტკივილი ძალიან კარგად მესმის. მეც წამართვეს სახლი. დღემდე ჭავჭავაძის გამზირზე იმ ადგილას გავლა მტკივა და ზოგჯერ მეტირება.

 

უსახლკარობა, შიმშილი, ობლობა, დამცირება და ძალადობა ჩემთვის უცხო სიტყვები არ არის. ხუთი წლისაც არ ვიყავი, როდესაც მამა ტრაგიკულად დამეღუპა. ჩემმა ოჯახმა უმძიმესი ცხოვრება გამოიარა.

 

კიდევ გავაგრძელო? ალბათ საჭირო არ არის.

 

მაგრამ ყველაფერმა, რაც ცხოვრებაში გადამიტანია, ერთი რამ მასწავლა: ჩემი ტკივილი არასოდეს მაძლევს უფლებას, სხვა უდანაშაულო ადამიანი გავაუბედურო.

 

შეიძლება ვინმეზე ნაწყენი ვიყო. შეიძლება ვფიქრობდე, რომ მაშინ არ დამეხმარა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. შეიძლება მორალურადაც ვამტყუნებდე ადამიანს – მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, მას დანაშაული დავაბრალო, რომელიც არ ჩაუდენია, მის შვილებს შევეხო ან მისი ოჯახი გავანადგურო.

 

გადატანილი უბედურება არ ნიშნავს, რომ სანაცვლოდ ათი სხვა ადამიანი უნდა გააუბედურო.

 

თუ თქვენ მიმართ დანაშაული ჩაიდინეს – იბრძოლეთ. ეძებეთ სამართალი. მოითხოვეთ ყველა რეალური დამნაშავის დასჯა. ამ ბრძოლაში ნებისმიერი ნორმალური ადამიანი თქვენს გვერდით იქნება.

 

მაგრამ გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი – ვარაუდისგან, დამნაშავე – უდანაშაულოსგან.

 

ნუ შეეხებით ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რომელიმე ოჯახის წევრები არიან. ნუ შეეხებით შვილებს. ნუ მიაწერთ ადამიანებს იმას, რაც არ ჩაუდენიათ.

 

მე თქვენთან ომი ლოგიკურად დაფიქრდით რატომ ან რაში მჭირდება? ან რატომ უნდა მსურდეს თუმც მიმაჩნია ბევრ არასწორს აკეთებთ და ცრუობთ თქვენი მიზნის მისაღწევად გაგკიცხოთ და გებრძოლოთ? არასდროს შემძლებია დაჩაგრულის დამცირება და დაკნინება, მე ადამიანებს ვეხმარები უფრო ბედნიერები იყვნენ ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ვიდრე ჩემამდე. მე მინდა სიმართლე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ნაწილში, სულ ესაა და არც დრო მაქვს და ვიმეორებ არც სურვილი ამ სიტყვა – პასუხისთვის!

 

და ამას ადამიანურად გეუბნებით: ეძებეთ სამართალი სიმართლით.

 

იმიტომ, რომ ბოროტებაზე ბოროტებით პასუხი სამართალი აღარ არის. და სხვისი ცხოვრების დანგრევით საკუთარ ტკივილს ვერ განკურნავ.

 

სიმართლეს სიცრუე არ სჭირდება. სამართალს კი ახალი მსხვერპლი არ უნდა ჰყავდეს!,- წერს მიმართვაში მარიამ კუბლაშვილი.

 

ნატა ვიბლიანს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალი ამბობს, რომ 1990-იან წლებში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქკეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 უცხოელი ტურისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.   მას საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დანაშაულია, იმერეთში კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო – რას წერს დათო სიმონია

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დანაშაულია, იმერეთში კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო – რას წერს დათო სიმონია
მთავარი

იმერეთში, სოფელი გოგნის მიმდებარედ კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო. კოლხური ტყე არის ტყეების ტიპი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მემკვიდრეობად ითვლება. მასში შედის უძველესი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები: ბზა, მუხა, წაბლი, უთხოვარი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.   მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ...

დაწვრილებითDetails

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"