მეგა TV

მეგა TV

ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები – ნათია მეზვრიშვილი

ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები – ნათია მეზვრიშვილი

როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან და საერთაშორისო ვიზიტორებს 1-ლი ივლისიდან ექნებათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, ჩვენთვის ამოსავალი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, პროცესში გათვალისწინებულია კერძო სექტორის ინტერესებიც. „ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები. ეს ნიშნავს იმას, რომ სასტუმროებში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავებულია ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის სააგენტოს მიერ. ეს შეეხება სასტუმროებს, გიდებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც უნდა მოხდეს ტურისტების გადაადგილება. სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაშია შესული და ყველას მივაწვდით დეტალურ გაიდლაინებს, დეტალურ რეკომენდაციას. ეს ინფორმაცია იცვლება იმ სახელმწიფოებთანაც, საიდანაც ტურისტები უნდა შემოვიდნენ, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება მოცემულობა ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში. გვესმის, რომ ეს ყველაფერი კერძო სექტორისთვის შეზღუდვებს და დისკომფორტს უკავშირდება, შესაბამისად, ეს პროცესი წარიმართა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით და მათი რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შესაძლოა, უმაღლეს სასწავლებლებში აღდგეს სწავლის მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილთან დაკავშირებული საქმიანობა – ნათია მეზვრიშვილი

15 ივლისი არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს – ნათია მეზვრიშვილი

დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს, ამისთვის ყველაფერი კეთდება. შეზღუდვების ერთიანად მოხსნამ და არათანმიმდევრულმა ქმედებამ შესაძლოა ბევრი ნაბიჯით უკან დაგვაბრუნოს და მიღწეული...

ნახეთ საქართველოსა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების დიაგრამა

რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ჯანდაცვის...

დევნილები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, ბინებს მიიღებენ – ეკატერინე ტიკარაძე

ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება 2 თვის განმავლობაში სრულად ანაზღაურდება – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა პრობლემაზე ონკოლოგიურ ცენტრთან დაკავშირებით, სადაც მედპერსონალს ჰონორარი რამდენიმე თვეა არ აუღია, ხოლო თავად...

პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, მკურნალობას გაივლიან სახლში – ეკატერინე ტიკარაძე

ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ყველანაირ არგუმენტს მოკლებული – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. ტიკარაძე აცხადებს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია იგეგმება....

როდესაც პირველი რიცხობრივი მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ გახდა საჯარო, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო არც მეორე SARS არც მეორე MERS, ეს იყო რაღაც განსხვავებული – დოქტორი ფაუჩი

პრევენციული ზომების მოხნის დაწყება შესაძლებელია – ენტონი ფაუჩ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სახლში დარჩენის ბრძანების დიდი ხნით გახანგრძლივება აშშ-ს აუნაზღაურებელ ზიანს მოუტანს....

აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე იტესტება საქართველოში

საქართველოში ინფექციის ზრდის მოლოდინი არ არსებობს – ეკატერინე ტიკარაძე

"დღის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, 0,59-ს შეადგენს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში...

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება – გიორგი გახარია

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ,...

კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება

ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად უკვე 57 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

10 დღეში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი...

მე-9 სკოლის მოსწავლეს, რომელიც გუშინ ფანჯრიდან ჩამოვარდა, საავადმყოფოდან 5 დღეში გაწერენ

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მყოფი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ. როგორც დირექტორი, ირაკლი გოგინავა აცხადებს კლინიკაში  მკურნალობას აგრძელებს...

Page 5009 of 5131 1 5,008 5,009 5,010 5,131

კატეგორიები