ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
როგორც დირექტორი, ირაკლი გოგინავა აცხადებს კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.