LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დევნილები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, ბინებს მიიღებენ – ეკატერინე ტიკარაძე

ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება 2 თვის განმავლობაში სრულად ანაზღაურდება – ეკატერინე ტიკარაძე

დაპოსტა 2020/05/25-ში
A A
213
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა პრობლემაზე ონკოლოგიურ ცენტრთან დაკავშირებით, სადაც მედპერსონალს ჰონორარი რამდენიმე თვეა არ აუღია, ხოლო თავად კლინიკის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ონკოლოგიური ცენტრი იმ ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომელიც გასული წლის ნოემბერში შეიქმნა და რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო კლინიკაა გაერთიანებული. მისი ინფორმაციით, ჰოლდინგის განვითარების პირველი ეტაპი, რომელიც ივნისის თვეში დაიწყება, სწორედ ონკოლოგიური საავადმყოფოს რეკონსტრუქციას მოიცავს.

“ჩვენ უკვე შეგვიძლია, დავაანონსოთ ჰოლდინგის განვითარების პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ონკოლოგიური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს მისი ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას და თანამედროვე სტანდარტებზე მის მორგებას როგორც ინფრასტრუქტურის, ისე აღჭურვილობის კუთხით. კლინიკები ეტაპობრივად გადმოეცემა ჰოლდინგს და პირველი ეტაპი დასრულდა მარტის თვეში. კოვიდინფექციიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა საშუალება მეტად ადრე დაგვეწყო ეს ღონისძიებები. თუმცა, უკვე ივნისის თვეში, ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პაციენტებს – ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ პაციენტების მკურნალობას და მათ დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას,”-განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, როგორც “რუსთავის 2-ის” მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, მედპერსონალის სახელფასო დავალიანება მართლაც არსებობს და ის უახლოესი 2 თვის განმავლობაში დაიფარება.

“სახელმწიფო იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ მედპერსონალის სახელფასო ანაზღაურება მოხდება. ამ კვირაში, ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურად გავაგრძელებთ მათთან მოლაპარაკებებს. დღეს 4 საათზეც არის ჩანიშნული ვიზიტი და ჩემი მოადგილის, ასევე, ჰოლდინგის დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება ეს საკითხი. ისინი დეტალურად გაივლიან ყველა იმ პრობლემას, რომელიც პერსონალს აქვს და მისი ანაზღაურება მოხდება შემდეგი 2 თვის მანძილზე,”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდინგი ნოემბერში შეიქმნა, კლინიკების სახელმწიფო ბაზაზე გადმოტანის პროცესი მხოლოდ მარტში დასრულდა, რის გამოც სახელფასო დავალიანების პრობლემა დროულად ვერ მოგვარდა. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ხელფასების პრობლემა საავადმყოფოს დაბალი შემოსავლითაც იყო განპირობებული.

“მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს დატვირთულობა არ აღემატება 10%-ს, რაც არ იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო პერსონალის ანაზღაურების დროული გასტუმრება და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობა არ აღემატება 60-70 000 ლარს, როდესაც იქ დასაქმებული 225 პერსონის სახელფასო ანაზღაურება არის 200 000-მდე. აქვე დგას როგორც კომუნალური გადასახადის გადახდის, ასევე იმ მომწოდებლების მიმართ ვალდებულება, რომელიც საავადმყოფოს გააჩნია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, რის შედეგადაც მივედით შეთანხმებამდე და ავიღეთ პასუხისმგებლობა ყველა იმ დავალიანებაზე, რომელიც დღესდღეობით ცენტრს გააჩნია,”-განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი ივნისში დაიწყება და, დაახლოებით, 1-1.5 წელი გაგრძელდება.

გაზიარება85

დაკავშირებული -პოსტები

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

სტიქიაა ბაღდათში

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
სტიქიაა ბაღდათში
მთავარი

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტობა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი. „ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის 2 არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.)...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3...

დაწვრილებითDetails

ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 3 ახალგაზრდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"