2023 წლისთვის სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტით საქართველო წელიწადში 1.1 მლრდ კუბურ მეტრ
ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს
გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა. „პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.
პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯადან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.