ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ალუდა თუთისანის ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად კლდის მასის ქვეშ მოყოლილ ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ცაგერის რაიონის სოფელ ისუნდერში მცხოვრები- გელა ლიპარტელიანი, რომელიც სოფელ ჩქუმის, ზუბის და ისუნდერის საჯარო სკოლებში უცხო ენის პედაგოგად მუშაობდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი წუხელ ჩამოწვა.