უკვე 19 საათია ცაგერის მუნიციპალიტეტში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს . ცაგერში მეწყერი ჩამოწვა და ავტომობილი მძღოლთან ერთად მოიყოლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილზე აცხადებენ მამაკაცი სკოლაში მუშაობდა ის ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოსულა.
ამ ეტაპისათვის ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზაა ჩაკეტილი. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.










