ქუთაისში ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სიყვარულის ბაღში კამპანიის „უხილავნი ჩვენს შორის“ არტ-ინსტალაცია მოეწყო. მუყაოსაგან გამოჭრილ ადამიანის ფორმის მქონე ფიგურებზე იმ ადამინების ისტორიები იყო დატანილი, ვინც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა . კამპანიას შეუერთდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. მათ ადგილობრივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
“სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივა მოულოდნელია, ჩვენთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა ” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ჯერჯერობით საპატრიარქოში საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, - ამის...









