ქუთაისში ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სიყვარულის ბაღში კამპანიის „უხილავნი ჩვენს შორის“ არტ-ინსტალაცია მოეწყო. მუყაოსაგან გამოჭრილ ადამიანის ფორმის მქონე ფიგურებზე იმ ადამინების ისტორიები იყო დატანილი, ვინც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა . კამპანიას შეუერთდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. მათ ადგილობრივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
“2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება” – ირაკლი კობახიძე
2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია...









