ავტოსაგზაო შემთხვევა ანანურში – გუდაურის გზაზე მძღოლს ავტომობილში ჩაეძინა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა. შუახნის კაცმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ორი თანამშორმელი კი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება პროკურტურამ დაიწყო.