ბულგარეთში, მიტოვებულ სატვირთოში 18 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. სოფიას პოლიცია იტყობინება, რომ მიგრანტების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიი უჟანგბადობა გახდა. სატვირთო, სოფიას გზატკეცილზე მიტოვებულ ადგილას იყო გაჩერებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, სატვირთო მანქანაში 40-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. გადარჩენილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ბულგარული მედიის ცნობით, ყველა მათგანი ავღანეთიდანაა.