თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
ინფორმაციას საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ადასტურებს.
ბოლო მონაცემებით დამანგრეველ მიწისძვრას 4 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას სირიასა და თურქეთში 24 ათასს აღწევს.