,,თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია.
თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გულთბილად უმასპინძლა მინისტრ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განიხილა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალების ძალისხმევისადმი, განამტკიცოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები.
თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ჩვენი ერთგული მხარდაჭერაც.”-ნათქვამია აშშ-საელჩოს მიერ გავრცელებულ მასალაში.










