ჯემალ ღაღანიძე თაყვანისმცემლებმა რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს. ამან ამ თეატრში 67 წელი იმუშავა. “კავკასიური ცარცის წრე”, “ხანუმა”, “ბახტრიონი”, “მაკბეტი”, “უფლისწული და მათხოვარი” და ბოლოს, “მოხუცი ჯამბაზები” – ეს ის სპეტქაკლებია, რომელშიც მსახიობმა რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა.
არაერთი დასამახსოვრებელი როლი თეატრსა და კინოში – “ნატვრის ხე”, “ლაზარე”, – 89 წლის ჯემალ ღაღანიძემ მთელი ცხოვრება ქართულ თეატრს მიუძღვნა. ჯემალ ღაღანიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.









