ქუთაისში ორმა მიუსაფარმა ძაღლმა შუახნის ქალბატონი დაკბინა . შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.
როგორც წყარო გვიყვება ძაღლები იქვე მაცხოვრებლებს ყავთ მიკედლებული , თუმცა ისინიც კი აღნიშნავენ რომ ცხოველები აგრესიულები არიან. „გვყავდა გამოძახებული სპეციალური სერვისები, მოვიდნენ მათი თანამშრომლები დახედეს და წავიდნენ“-აღნიშნეს მათ .
როგორც ირკვევა ეს პირველი შემთხვევა არაა და ამავე ძაღლებმა რამდენიმე დღის წინ ახალგაზდა მამაკაციც დაკბინეს.
ის რომ მდგომარეობა სახარბიელო არაა ამას მეგა-ტვ-ისათვის მოწოდებული ცოფის საწინააღმდეგო აცრის სტატისტიკაც მეტყველებს:
იმერეთში 2022 წელს 7390 ადამიანმა გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა , კერძოდ ქუთაისში კი 3114 .
მიუხედავად არსებული ვითარებისა სახელმწიფო სტრუქტურები დუმან. საუბარია არაა, არც ქუთაისში არსებული თავშესაფრის გაფართოებაზე , არც საკანონმდებლო დონეზე სიღრმისეულ ცვლილებებზე, რომელიც გააუმჯობესებდა, როგორც ცხოველთა მდგომარეობას ისე მოქალაქეთა უსაფრთხოებას შეუწყობდა ხელს.
იყო დაპირება, რომ მოეწყობოდა ცხოველთა რეგიონული თავშესაფრებიც, თუმცა ჯერ პირობის პრაქტიკაში აღსულება არ ხდება.