“ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურვების აღდგენა. დაზარალებულ მოსახლეობას დაურიგდა გადასახური თუნუქი და ხის მასალა. ქარმა ფაქტობრივად სახურავის გარეშე დატოვა ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისის შენობა.
გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში, დაზიანებული სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მაგრამ უამინდობის გამო დასრულება ვერ მოხერხდა.
იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ქუთაისში გაწვიმდა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საცხოვრისის მობინადრეები დროებით გადაყვანილი იქნენ სასტუმროში.
როგორც კი დასრულდება სოციალური საცხოვრისის სახურავის შეკეთება, ბენეფიციარები კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილს.”-ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცლებს.
გუშინ წვიმის შედეგად სოციალური საცხოვრისი დაიტბორა.
“წვიმს როგორც გარეთ ისე შინ , ღელეები მოდის კედლებიდან ჭერიდან , გაუსაძლისი მოდგომარეობაა, საშიშროებაა რომ დენმა დაგვარტყას”-აცხადებდნენ სოც. საცხოვრისი ბენეფიციარები.