“დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი.
გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები.”-ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
გელათის მონასტრის წინამძღვარმა, იოსებ ბურჯანაძემ კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს, სხეულზე მძიმე დამწვრობა მიიღო. იგი ქუთაისის კლინიკიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მას კლინიკაში მიყვანისას სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.