სესხები ძვირდება. საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში აღებულ თანხაზე იზრდება. საბანკო ასოციაცია მხოლოდ 2023 წელს საპროცენტო განაკვეთი 1-დან 1.5 %-მდე გაზრდას პროგნოზირებს
ირკვევა, რომ სესხების გაძვირებაზე გავლენა ბანკებისთვის მოგების გადასახადის გაზრდამ იქონია. ეკონომისტები ასევე ამბობენ, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა ინფლაციის მატებასაც უკლავშირდება. მათ თქმით, ბოლო ერთ წელიწადში ინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.
საპორცენტო განაკვეთები არის გამოძახილი ინფლაციური პროცესებტან ბრძოლისა. ამიტომ, როგორც კი ინფლაციური პროცესების მსოფლიოში და შესაბამისად, საქართელოში ნელ-ნელა დასტაბილურდება, საპროცესო განაკვეთები აუცილებლად შემცირდება. თუმცა, ამის მოლოდინი ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო 2023 წლის მეორე ნახევრიდან. თუ ჩვენ საპროცენტო განაკვეთზე ვსაურბობთ, გაზრდილია როგორც დეპოზიტებზე, ასევე საკრედიტო პორტფოლებზე და ყველა ჯგუფში, როგორც სამომხმარებლო სესხებზე, ასევე, ბიზნეს სესხებზე, კორპორატიულზე. ჩვენ მოლოდინი არის, რომ შეიძლება დოლარში და ევროში 1%-1.5%-ით მოხდეს ეს ზრდა, – ამბობს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკოსი დავით რუსია.