ახმეტაში გვიან ღამით ავარია მოხდა, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორნი, ძმები არიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ის კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადმოიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევა, ალვანი- ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ექიმების განმარტებით, ორი დაშავებული მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გააგრძელებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო