ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად გაერთიანდა.
დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალდა.
დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისის მერიას, როგორც დაძმობილებულ ქალაქს, დახმარების თხოვნით მიმართა. სწორედ ამ თხოვნის საპასუხოდ ერთიანდებიან ქუთაისელები და იწყებენ ფართომასშტაბიან კამპანიას უკრაინელების დასახმარებლად.
შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან. ფორმალური საკითხების გავლის შემდეგ საზოგადოებას მიეწოდება ანგარიშის ნომერი, სადაც ჩარიცხული თანხები საბოლოოდ ქალაქ დნიპროს შესაბამის ფონდს გადაეცემა










