სინოპტიკოსები საქართველოში ძლიერ ქარს ელოდებიან. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა - ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: "ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი,...










