სოციალური ქსელ ფეისბუქის, მრავალრიცხოვანი ჯგუფის “სამტრედიელები ? ? ?♂️(მთავარი ჯგუფი)”
ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს.
,
“ქველმოქმედი სამტრედიელები”- სწორედ ჯგუფმა და ამ მიზანმა გააერთიანა თანამოქალაქეები და საახალწლოდ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათი მიუტანეს.
როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა, ზაკო ლეჟავამ, განმარტა ჯგუფში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა მათი საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებულმა ერთ-ერთმა საქველმოქმედო აქციამ, რის შემდეგაც, ბევრმა სამტრედიელმა გამოთქვა სურვილი ქველმოქმედებაში ჩართულიყო, ჩვენ კი – მომავალშიც არაერთ ოჯახს გავახარებთ.