ქუთაისასი ძლიერი ქარის გამო რამდენიმე უბანს წყალი არ მიეწოდება – ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ქუთაისში ძლიერი ქარისგან გამოწვეული ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობასა და კლდიაშვილის სატუმბ სადგურს ელ. ენერგია არ მიეწოდება. რის შედეგადაც, წყალმომარაგება შეწყვეტილია საფიჩხიის, სულხან-საბას, ვაკისუბნისა და ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულებისთვის.
სს ენერგო-პრო ჯორჯია აქტიურად მუშაობს პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
?დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.water.gov.ge
☎️ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00″ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.










