ქუთაისში ქალმა მე-11 შვილი გააჩინა.
როგორც ,,კლინიკა ბომონდი დან” იუწყებიან მარეხ ბაზაევი მე-11 შვილის დედა 34 წლის ასაკში გახდა.
მარეხს 6 ვაჟი და 5 გოგონა ჰყავს. მე-11 შვილი კი ვაჟია.
ამბობს, რომ მეუღლე დედისერთა ჰყავს, რის გამოც გადაწყვიტეს, მათ შვილებს ბევრი დედმამიშვილი ჰყოლოდათ.
“17 წლის მყავს უფროსი შვილი. ბაღდათში ვცხოვრობთ. უფროსები მეხმარებიან, რაც შრომას მიადვილებს. რა თქმა უნდა, რთულია მრავალშვილიანი დედობა. მადლობა მინდა გადავუხადო “კლინიკა ბომონდს”, მის გუნდს და ჩემს ექიმს, მარინა ჯიმშელეიშვილს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში,”-ამბობს მარეხ ბაზაევი.










