საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაცვის პოლიციის უმცროსმა ინსპექტორმა, დანის გამოყენებით, ერთ პირს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ახალგაზრდა მამაკაცს, 2023 წლის 2 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას, ასევე სტუმრად მყოფ პირთან შელაპარაკება მოუხდა და მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.










