ახალი თაღლითური სქემა გამოჩნდა სოციალურ ქსელში. მოქალაქეებს, რომლებსაც წონაში დაკლების სურთ კეტო დიეტის სახელით სთავაზობენ საიტზე დარეგისტრირებას, თანხის გადახდას და სანაცვლოდ სასურველი დიეტის მიღებას ჰპირდებიან.
Kettogoapp და Slim & Fit Body გვერდი ფეისბუკზე აქტიურად აზიარებენ პოსტებს და მომხმარებელი შეცდომაში შეყავთ.

კეტო დიეტის ყველაზე დიდ ქართულ ჯგუფში უკვე გამოჩნდა პოსტები რომ ამ გვერდებს არ უნდა ენდნონ.
არაერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს რომ თანხის გადახდის შემდეგ მათ კიდევ ჩამოეჭრათ ანგარიშიდან დამატებითი თანხები, თუმცა პროდუქტი არ მიუღიათ.
,,თაღლითები პირადი გამოცდილებით”
,,კარგად გადაამოწმეთ რაში იხდით ფულს”
,,დაარეპორტეთ და უჩივლეთ”
,,თაღლითების მსხვერპლი ხართ”
,,#ketogoapp არიან თაღლითები. სანამ გაერკვევით, მთელ ფულს ჩამოგაჭრიან.
ფრთხილად იყავით! მე მივწერე, თანხა დააბრუნეთ, თორემ გიჩივლებთთქო და დამბლოკეს. სხვებსაც ჩამოაჭრეს და მე მწერენ მესინჯერში((” – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.










