15 წლის ქართველი ბიჭი რუსეთში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას „პრაიმტაიმი” ავრცელებს. მათი ცნობით შემთხვევა 2 იანვარს მოხდა.
ოჯახის ახლობელის ინფორმაციით, ბიჭს არაფერი აწუხებდა და სპორტით იყო დაკავებული.
„გუშინ 15 წლის ქართველი ანგელოზი ბიჭი დაასაფლავეს. უნიჭიერესი, ჯანმრთელი, სპორტსმენი, კარგი აღზრდილი. საღამოს დაიძინა და დილით მკვდარი ნახეს ლოგინში… ინსულტი დადასტურდა“ – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.










