გლდანში ავტომობილი ქალს დაეჯახა.
იგი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
შემთხვევა 2 იანვარს მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ერთ-ერთი თვითმხილველი ინციდენტის დეტალებს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ეს იყო საშინელება. ახლაც არ ამომდის ხმა დარტყმის და კივილის. ჩემს თვალწინ მოხდა. სულ მაგას ვფიქრობ ნეტა როგორ არის ის ქალბატონი. 112-ში რომ დავრეკე მთხოვეს დავრჩენილიყავი ადგილზე და დამირეკავდნენ, სასწრაფოს მოსვლამდე იყო უსაშინლესი წუთები… ღმერთს ვევედრები მალე გამოაჯანმრთელოს. უგონო მდგომარეობაში იყო, რომ წაიყვანეს…“.










