გაუხსნის ლომს.
ქალწული
ქალწულს ექნება სწორ დროს საჭირო ადგილას ყოფნის ნიჭი. ვარსკვლავები ქალწულს ურჩევენ, დატოვოს ადგილი მის ცხოვრებაში ახალი იდეებისა და ნაცნობებისთვის, თუნდაც დაუგეგმავი და მოულოდნელი. თუ ქალწული სრულიად ღიაა კომუნიკაციისთვის, მაშინ მას აქვს შანსი, შეხვდეს ადამიანს, რომელიც მცირე რევოლუციას მოაწყობს მის მსოფლმხედველობაში და აიძულებს, ბევრ რამეს ახლებურად შეხედოს.
სასწორები
სასწორის სოციალური ენერგია პიკს მიაღწევს: მათი ენთუზიაზმი და პოზიტიური დამოკიდებულება სხვებს მათ მიმართ სიმპათიას გაუჩენს. სასწორისთვის ეს შესანიშნავი დღეა: რთული მოლაპარაკებების წარმართვისთვის, კონფლიქტის დასასრულებლად, მხარდაჭერის მოპოვებისთვის, ან, უბრალოდ, სასიამოვნო გაცნობისთვის.
მორიელი
მორიელს დღეს, შეუძლია, დაიპყროს მთელი მსოფლიო! ყოველ შემთხვევაში, ის ამისთვის არის შექმნილი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მის თავდაჯერებულობას საფუძველი ექნება – მორიელს ნამდვილად ბევრი რამის უნარი აქვს. მისი ენერგია საზღვრებს არ იცნობს და სიტყვა „შეუძლებელი“ არ არსებობს. იმოქმედეთ!
მშვილდოსანი
ცხოვრება მშვილდოსანს უამრავ ბედნიერ შანსს მისცემს. მთავარია, მისი გამოყენება. მშვილდოსანს შეიძლება, უბრალოდ არ ჰქონდეს დრო, რომ რეაგირება მოახდინოს დღის სწრაფად ცვალებად სიტუაციაზე. ასე რომ, თუ მშვილდოსანს სურს მიიღოს ის, რასაც სამყარო სთავაზობს, ის უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმაში, რაც ხდება.
თხის რქა
ვარსკვლავები თხის რქას ურჩევენ, გასცდეს ჩვეულ შეზღუდვებს და ბარიერებს, რათა გაიაზრონ, რომ სამყარო უფრო საინტერესოა, ვიდრე ის ხელოვნური სამყარო, რომელშიც ტრიალს არის მიჩვეული! გადაუდებელი საქმე, რუტინა, ყოველდღიური ცხოვრება – როგორც წესი, მას არ აქვს დრო, რომ თავი ასწიოს და მიმოიხედოს. თხის რქას აქვს დიდი შანსი, თავი დააღწიოს ყოველდღიურ აურზაურს. ნუ შეგეშინდებათ ოცნებების და ექსპერიმენტების – სიზმარი გაჩვენებთ გზას.
მერწყული
მერწყულს აქვს ყველა შანსი, გააჩინოს ახალი ნაცნობები, თავისი ნიჭის თაყვანისმცემლები და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ მისი ხიბლის ქვეშ მოექცევიან. მისი ენერგია მერწყულს აიძულებს, იყოს მოვლენების ცენტრში და ხშირად შეასრულოს მათში რეჟისორული როლი. ნუ დაკარგავთ დროს, რათა იპოვოთ ვინმეს გულის გასაღები. საკმარისია, იპოვოთ უნივერსალური ნაბიჯები, რომელიც მოეწონება უმრავლესობას.
თევზები
თევზების სიძლიერე ახლობელ ადამიანებშია, რომლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ. თუ მხარდაჭერისთვის მიმართავენ ნათესავებსა და მეგობრებს, მათგან იმაზე მეტ დახმარებას მიიღებენ, ვიდრე ელოდნენ. ნებისმიერი ბიზნესი, რომელსაც თევზები იწყებენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, მოუტანს მათ არა მხოლოდ სიხარულს, არამედ, კონკრეტულ სარგებელს. მოაწყვეთ მეგობრული წვეულება, ან უბრალოდ შეიკრიბეთ ოჯახთან ერთად. იყავი გულწრფელი მათთან, ვინც შენთვის ძვირფასია და ისინი ყველაფერში დაგეხმარებოან.










