ქუთაისში რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი” კვლევის პრეზენტაცია გამართა.(“შრომის უფლებებისა და უსაფრთხო შრომის მონიტორინგი იმერეთის საჯარო დაწესებულებებში“). კვლევის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სტანდარტების აღწერა, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად ამოქმედებული დამსაქმებლების ვალდებულებების გამოკვეთა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების შესრულების ხარისხის შესწავლა.
ქუთაისი 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს შეიძენს
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით, 10 000 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით...









