LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას აცხადებს კულტურის სამინისტრო ლევილის მამულზე

რას აცხადებს კულტურის სამინისტრო ლევილის მამულზე

დაპოსტა 2023/01/03-ში
A A
200
ნახვა
გაზიარება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ საფრანგეთში ლევილის მამულის, კერძოდ, შატოს სხვენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

 

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

 

“სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით. სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სხვენში არაერთი წლის მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა არამარტო სხვენს, არამედ მთლიანად შატოსაც, შარშან და მიმდინარე წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვენის სახურავის შეკეთება შატოს რეაბილიტაციამდე, რაც 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს (საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ).

 

მანამდე კი, 2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე, როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან.

 

ასევე გაცნობებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში, ლევილის მამულის გუშაგის სახლში (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის #2022 განკარგულება) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895.74 ევრო.

 

პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია. ჩატარდა ბაზრის კვლევა და შედეგად შეირჩა სამუშაოთა განმახორციელებელი კომპანია გალავნის რეაბილიტაციის მიზნით, გამოიცა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება (2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება #1922). გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694,56 ევრო.

რაც შეეხება შატო-მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს საპროექტო განაცხადის დაზუსტება; პროექტი კი განხორციელდება რამდენიმე ფაზად.

რაც შეეხება მამულის პარკს, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. მამულის პარკში (3.09ჰა) მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად წარიმართა და დეკემბერში დასრულდა.

სამუშაოების ღირებულებამ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 12 000 ევრო შეადგინა. გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა, მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი სრულად აღრიცხა, პარკის განვითარების კონცეფციაში მათ სათანადოდ წარმოსადგენად.

 

ლევილის მამულის პარკში ხეხილის აღწერის პროცესი წინ უძღვის საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836) აღებული ვალდებულების შესაბამისად, მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და პარკში ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად, პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას. 2023 წლიდან, მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით, იგეგმება თანამშრომლობის გაგრძელება ფრანგულ კომპანია “Scop Val’Emploi“-სთან, რომელიც 2023 წლის მანძილზე უზრუნველყოფს რამდენიმე რეგულარულ ჩარევას მამულის ტერიტორიაზე.

 

გარდა ამისა, კომპანიამ სკოპ ვალ’ამპლუა ემანუელ პლუვინაჟთან ერთად განსაზღვრა მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ხეხილზე განსახორციელებელი ჩარევები (გადაბელვა-მოჭრა დაახლოებით 30 ხეზე) 5977,80€ ღირებულებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით.“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"