ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტის თარიღი შეიცვალა. DMO იმერეთის ცნობით ღონისძება ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ 6 იანვრის ნაცვლად ხვალ, 4 იანვარს 6 საათზე გაიმართება.
“გამოცხადებული უამინდობის გამო და იმისათვის რომ შევინარჩუნოთ სადღესასწაულო და ამაღლებული განწყობა, გადავწყვიტეთ კონცერტის თარიღი გადმოვიტანოთ 4 იანვარს 6 სააათზე. 4 იანვარს, 18:00_ზე, ყველაზე ქართული შოუ, ყველაზე ქართულ ქალაქში!
“ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის” კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ახალი და განსხვავებული პროგრამით!
კონცერტის პარალელურად შეძლებთ დააგემოვნოთ ცხელი გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საშობაო ტკბილეული. დანიშნულების ადგილი იგივეა ცენტრალური მოედანი.
გელოდებით!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










